AML/KYC

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით

შპს „სოლიგრაუნდის“

ა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის

ინსტრუქცია

1. ზოგადი პრინციპები

წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო  მომსახურების  შესახებ“ საქართველოს  კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანებისა და საქართველოს  სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ზემოთჩამოთვლილ ნორმატიულ აქტებში.

ინსტრუქციის მიზნები განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით.

2. კომპანიის საქმიანობის სფერო და შიდა კონტროლის ძირითადი მიმართულებები

            კომპანია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს. საკუთარი საქმიანობისას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით კომპანია ახორციელებს შიდა კონტროლს, რომლის ძირითადი მიმართულებებია:

  • კლიენტის  (მისი წარმომადგენლისა  და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ ოპერაცია სრულდება (გარიგება იდება) მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია;
  • პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
  • კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელება
  • იდენტიფიკაციის   შედეგად   მიღებული   ინფორმაციის   გაანალიზება   და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა;
  • ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
  • მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა ანგარიშგების შესაბამისი ფორმით.
  • გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულება, შესაბამისი წესისა და პროცედურების განსაზღვრა.

            კომპანიაში ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელ პირი არის AML დეპარტამენტის უფროსი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად შიდა პროცესების წარმათვას. იგი ვალდებულია შეისწავლოს კომპანიის შესაბამისობა, შეაფასოს რისკები და მოახსენოს კომპანიის დირექტორს შესაბამისი სტატუსები. წინამდებარე პოლიტიკაზე დაყრდნობით AML დეპარტამენტის უფროსი ახორციელებს კომპანიის კლიენტების იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და კომპანიის კლიენტების მიერ განხორციელებული ოპერაციების მონიოტირნგის პროცესს.

3. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღდებ ბრძოლის საფუძვლები და ზოგადი პრინციპები

            კომპანია იყენებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ზომებს, მათი მოცულობის დადგენით და რისკიდან გამომდინარე, რომელიც განისაზღვრება მომხმარებლის ტიპით, საქმიანი ურთიერთობით, ოპერაციით. კომპანიას  უნდა შეეძლოს მოსალოდნელი რისკის ადეკვატური უსაფრთხოების ზომების გატარება.

            კლიენტის მიერ დაგეგმილი/შესრულებული ოპერაციების/გარიგებებიდან გამომდინარე, აუცილებელია იდენტიფიკაციის შესაბამისი დონის მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში, იდენტიფიკაციის მომენტამდე, საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტა, საქმიანი ურთიერთობის არ წამოწყება, ასევე გადახდების განხორციელების შესაძლებლობის სრული მოცულობით ან ნაწილობრივ შეჩერება. თუ იდენტიფიკაციის და/ან შემოწმებისას მომხმარებლის მიერ მოწოდებული მონაცემების თაობაზე გაჩნდება ეჭვი, კომპანია იყენებს უსაფრთხოების ზომებს. კომპანია უსაფრთხოების ზომებს იყენებს სიტუაციებში, რომლებიც საკუთარი ხასიათით შესაძლოა, წარმოადგენდნენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკს.

            კლიენტებთან, მათ შორის, პოლიტიკურად აქტიურ პირებთან საქმიან ურთიერთობებში ან ოპერაციებში, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების გამოყენებას რისკებიდან გამომდინარე, რათა მოხდეს კლიენტის იდენტიფიცირება/ვერიფიცირება და დადგინდეს, არის თუ არა პირი პოლიტიკურად აქტიური; სავალდებულოა კომპანიის ხელმძღვანელობის დასტურის მიღება  პოლიტიკურად აქტიურ პირებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების ან გაგრძელების შესახებ; კომპანია ახორციელებს საქმიანი ურთიერთობების მუდმივ და გაძლიერებულ მონიტორინგს.

            კომპანია ახორციელებს მონიტორინგს ისეთ ოპერაციებზე და გარიგებებზე, რომელთა ღირებულება ან მისი დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. მონიტორინგს ექვემდებარება ზემოთაღნიშნული თანხის გადახდის მცდელობის მქონე ოპერაცია ან ნებისმიერი ოპერაცია (გარიგება), თუ არსებობს ვარაუდი რომ ოპერაციის განხორციელებისას გამოყენებული თანხები დაკავშირებულია ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტის მიერ. აღნიშნული რისკის არსებობის შემთხვევაში კომპანია იყენებს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურებს, საეჭვო და დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის მიზნით კომპანია ქმნის ელექტრონულ ბაზას (სისტემას).

კომპანია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდებ ბრძოლის და სხვა კანონით განსაზღვრული დარღვევების აღკვეთისთვის იყენებს შემდეგ საფუძლებს:

  • მიდგომა „იცნობდე შენს კლიენტს (KYC) – მომხმარებლების, მათ შორის, კომპანიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი კომპანიების (პროვაიდერების) იდენტიფიკაცია და მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • რისკზე დამყარებული მიდგომა – კომპანიის მიერ მისი კლიენტების და სხვა საქმიან ურთიერთობაში მყოფი კომპანიების რისკის დონეების შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი.

4. კომპანიის AML/CFT სისტემა და შიდა კონტროლი

კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა AML/CFT სისტემა შედგება შემდეგი საფეხურებისგან:

  • კომპანიის მიერ კლიენტების იდენტიფიკაცია – კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიღება,  მოძიება, სისტემატიზაცია და დამუშავება;
  • კომპანიის მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესების განსაზღვრა და წარმოება, ინფორმაციის სისტემატიზაცია, შენახვა და კონფიდენციალურობის დაცვა;
  • კომპანიის თანამშრომლების შერჩევისას მათი რეპუტაციასა და კომპეტენციის შესწავლა. ასევე, კომპანიის თანამშრმელთათვის შესაბამისი ინფორმატიული-სასწავლო ტრეინინგების ჩატარება არსებული კანონმდებლობის და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.

აღნიშნული საფეხურების დაცვაზე და კომპანიის მიერ AML/CFT სისტემის სწორ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია კომპანიის მენეჯმენტი,  AML  დეპარტამენტი და კომპანიის თითოეული თანამშრომელი. კომპანიის თანამშრომლები თავიანი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან დაეხმარონ და გაუზიარონ მენეჯმენტს და AML  დეპარტამენტს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ან/და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშიებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია.

5. „იცნობდე შენს კლიენტს/პარტნიორს“ (KYC)

KYC (Know Your Client) პროცესი კომპანიაში წარმოადგენს კლიენტის შესწავლის პროცესს, რომელიც გულისხმობს მის იდენტიფიკაციას, ვერიფიკაციას და საიდენტიფიკაციო მონაცემების/ინფორმაციის/დოკუმენტების პერიოდულ განახლებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

     KYC პროცესები სრულდება კლიენტთან საქმიანი ურთრთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. შესწავლის პროცესში შედგება შემდეგი ნაბიჯებისგან:

  • პირველადი იდენტიფიკაცია (საიდენტიფიკაციო დოკუმენტების/ინფორმაციის შეგროვება მეშვეობით და შესაბამისი სისტემური ჩანაწერების შექმნა მონაცემთა ბაზაში);
  • კლიენტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების ანალიზი და დამოუკიდებელი, სანდო წყაროების გამოყენებით გადამოწმება (ვერიფიკაცია);
  • საიდენტიფიკაციო მონაცემების/დოკუმენტების პერიოდული განახლება;
  • კლიენტებთან დადებული (დასადები) გარიგებების და მათი მეშვეობით ან მათ სასარგებლოდ წარმოებული ოპერაციების გაანალიზება და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების გამოყენება (Transactions Due Diligence – TDD);

6. კლიენტების იდენტიფიკაციის პროცესი

იმ შემთხვევაში, თუ:

  • ადგილობრივი  ან/და  საერთაშორისო  ფულადი  გადარიცხვის ოპერაციის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
  • ოპერაციის   თანხა   აღემატება   3   000   ლარს   (ან   მის   ეკვივალენტს   სხვა ვალუტაში);
  • ოპერაცია (გარიგება) არის საეჭვო გარიგება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ჩნდება   ეჭვი   კლიენტის   არსებული    საიდენტიფიკაციო    მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში;

უნდა განხორციელდეს კლიენტის იდენტიფიკაცია. იდენტიიკაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე ინსტრუქციის დაცვით, ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო მისი ვინაობის გადამოწმება – სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.

იმ შემთხვევაში თუ ეჭვს იწვევს კლიენტის შესახებ არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების/დოკუმენტების სიზუსტე ან არ არის ურთიერთშესაბამისობა, უტყუარობა, საჭიროა საიდენტიფიკაციო მონაცემების/დოკუმენტების განახლება მათი სიძველის გამო ან სხვა, უნდა განხორციელდეს კლიენტის ხელახალი იდენტიფიკაცია, მისი ვინაობის გადამოწმება და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოპოვება.

კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს კლიენტისგან ნებისმიერი გონივრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, რომლებიც ჩაითვლება საჭიროდ კლიენტის, მისი საქმიანობის, ან კონკრეტული გარიგების, ან მისი მონაწილეობით ან მის სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების უკეთ შესწავლის მიზნით.

ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობების შემთხვევაში, კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები ექვემდებარება პერიოდულ განახლებას მისი რისკის დონის მიხედვით (რომლის გამოთვლის პრინციპებიც მოცემულია ინსტრუქციის დანართით).

იდენტიფიკაციის მოთხოვნები ასევე მოქმედებს იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პროვაიდერებს, მათ შორის შუამავალ პროვაიდერებს და ა.შ.

AML დეპარტამენტი აანალიზებს მიღებულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას, აფასებს მიღებული დოკუმენტების/ინფორმაციის შესაბამისობას კანონითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას სანდო დამოუკიდებელი და საჯარო წყაროებიდან, ანიჭებს კლიენტს რისკის დონეს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.

კლიენტის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლის შენახვის შემთხვევაში ასლი უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.  ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცი ინახება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ან სხვა კომპეტენტური ორგანო არ მოითხოვს მის შენახვას უფრო მეტი ვადით. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საიდენტიფიკაციო ინფორმაცია/დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება შესაბამის ორგანოებს.

იმისათვის, რომ AML დეპარტამენტმა სწორად წარმართოს მონიტორინგის პროცესები, იგი აწარმოებს კლიენტების რეესტრს (ბაზას), სადაც აღრიცხავს კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათთან ურთიერთობის დამყარების თარიღს და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. დეპარტამენტი ვალდებულია, გონივრული პერიოდუობით განაახლოს ბაზა, რათა ჰქონდეს საშუალება თვალყური ადევნოს უხსლეს ინფორმაციას კლიენტების შესახებ.

 7. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის წესი

ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისას კომპანია ადგენს შემდეგ მონაცემებს:

  • სახელი და გვარი;
  • მოქალაქეობა;
  • დაბადების თარიღი;
  • საცხოვრებელი ადგილი;
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;

თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებული ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე, მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ)  თუ   ფიზიკური   პირი   უცხო   ქვეყნის   მოქალაქეა   –   შესაბამისი   ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან  გათანაბრებული  სხვა  ოფიციალური  დოკუმენტი,  რომელიც  შეიცავს სათანადო მონაცემებს;

8. პოლიტიკურად აქტიური პირები

უცხო ქვეყნის მოქალაქის იდენტიფიკაციისას კომპანია მოითხოვს მომხმარებლისგან დამატებით ინფორმაციას, რათა დაადგინოს, ხომ არ მიეკუთვნება კლიენტი პოლიტიკურად აქტიურ პირთა წრეს. თუკი დადგინდა, რომ კომპანიის მომხმარებელი არის პოლიტიკურად აქტიური პირი,  AML დეპარტამენტის უფროსი:

– იღებს კომპანიის დირექტორისაგან ნებართვას, რათა გააგრძელოს აღნიშნულ პირთან საქმიანი ურთიერთობები;

– იღებს გონივრულ ზომებს ასეთი პირის ფულადი სახსრებისა და ქონების წარმომავლობის დასადგენად.

კომპანიის  AML დეპარტამენტი საჯარო წყაროების მეშვეობით ყოველი უცხო ქვეყნის მოქალაქე კლიენტის იდენტიფიკაციიდან 12 თვის გასვლის შემდეგ ამოწმებს, ხომ არ გახდა აღნიშნული მომხმარებელი პოლიტიკურად აქტიური პირი. ასეთი ინფორმაციის დადგენის შემთხვევაში,  AML დეპარტამენტის უფროსი ახორციელებს ზემოთჩამოთვლილ ღონისძიებებს.

კომპანია ახორციელებს გაძლიერებულ მონიტორინგს პოლიტიკურად აქტიურ პირებთან საქმიან ურთიერთობებზე.

გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკურად აქტიურლი პირები მიეკუთხვნებიან მაღალი რისკის მატარებელი კლიენტების კატეგორიას, AML სპეცილისტი ვალდებულია ყურადღება ადევნოს ასეთი კლიენტების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებს და ყოველწლიურად განაახლოს მისი საინდენტიფიკაციო მონაცემები.

9. იურიდიული პირის იდენტიფიკაციის  წესი

იურიდიული პირმა ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნმა იდენტიფიკაციის მიზნით კომპანიას უნდა მიაწოდოს მისი დაფუძნების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, დამატებით უნდა წარმაოდგინოს შესაბამისი რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო და სხვა დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების იდენტიფიკაციისას, AML დეპარტამენტის უფროსმა შესაძლებელია, მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდს და გადაამოწმოს იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. თუ იურიდიული პირი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, AML დეპარტამენტმა შეიძლება მოითხოვოს ამონაწერი აქციათა რეესტრიდან (დამოუკიდებელი რეგისტრატორის ან საკუთარი რეესტრიდან) სააქციო საზოგადოების აქციების მფლობელთა შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირს წარმოადგენენ მისი უფლებამოსილი წარმომადგენლები, მათ უნდა წარმოადგინონ მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამ მათი იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს იგივე წესით, როგორიც მოქმედებს ფიზიკური პირების იდენტიფიკაციისას (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე).

იურიდიული პირის იდენტიფიკაციისას უნდა დაფიქსირდეს მისი მფლობელობის და მმართველობის სტრუქტურა ისე, რომ კომპანიას შეეძლოს დააფიქსიროს მისი მმართველი და ბენეფიციარი ფიზიკური პირები. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ბენეფიციარ მესაკუთრედ ითვლება „ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და, რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია). სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე“. საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე აუცილებელია AML  დეპარტამანტმა დაადგინოს იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეები და მოახდინოს მათი იდნეტიფიკაცია.

     იურიდიული პირის იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები/ინფორმაცია:

  • სრული სახელწოდება;
  • საქმიანობის საგანი;
  • იურიდიული  მისამართი  (ფილიალის  ან  წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე, სათავო დაწესებულების მისამართი);
  • მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
  • გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • ხელმძღვანელობასა  და  წარმომადგენლობაზე  უფლებამოსილი  პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
  • იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ საგადახდო ოპერაციაში (გარიგებაში).

იურიდიული პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:

  • რეზიდენტი      იურიდიული      პირის      შემთხვევაში –  საქართველოს  კანონმდებლობით  გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან  და  პირის წარმომადგენლობაზე  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი  დოკუმენტები  და  პირის  წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. კლიენტების რისკ-კატეგორიები და კლასიფიკაცია

საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულია, რომ რისკზე დამყარებული მიდგომა (Risk Based Approach) აძლევს კომპანიას საშუალებას უკეთესად მართოს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის/ტერორიზმის დაფინანსების რისკის და გააუმჯობესის მონიტორინგის პროცესი. შესაბამისად, კლიენტის იდენტიფიკაციის შემდეგ, AML დეპარტამენტი ანიჭებს რისკს თითოეულ კლიენტს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.

კლიენტს შესაძლოა მიენიჭოს შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთი რისკი:

  • დაბალი რისკი
  • მაღალი რისკი

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მინიჭებული რისკის დონე შესაძლოა შეიცვალოს კლიენტის ქცევის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება მონიტორინგის პროცესში.

ფიზიკური პირებისათვის რისკის მინიჭების პროცესში AML დეპარტამენტი მაღალი რისკის კატეგორიას ანიჭებს შემდეგ პირებს:

  • საეჭვო ან საყურადღებო ზონებში რეგისტრირებული პირები;
  • პოლიტიკურად აქტიური პირები;
  • პირები, რომლებიც ახორციელებენ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებს (გარიგებებს).

სხვა ფიზიკური პირები მიეკუთვნებიან დაბალი რისლის კატეგორიას.

იურიდიული პირებისათვის რისკის მინიჭების პროცესში AML დეპარტამენტი მაღალი რისკის კატეგორიას ანიჭებს შემდეგ პირებს:

  • საეჭვო ან საყურადღებო ზონებში რეგისტრირებული პირები;
  • პირები, რომელთა დამფუძნებელთა/ბენეფიციართა შორის არიან საეჭვო ან საყურადღებო ზონების რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირები;
  • პირები, რომელთა დამფუძნებელთა/ბენეფიციართა შორის არიან პოლიტიკურად აქტიური პირები;
  • პირები, რომლებიც ახორციელებენ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებს (გარიგებებს).

სხვა იურიდიული პირები მიეკუთვნებიან დაბალი რისლის კატეგორიას.

11. მონიტორინგის პროცესი

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად კომპანიის მონიტორინგს ექვემდებარება ადგილობრივი და საერთაშორისო გადახდის ოპერაციები/გარიგებები ან/და გადახდის ოპერაციის დანაწევრების  მიზნით შესრულებული ოპერაციების ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

  • ოპერაციის/გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში;
  • ოპერაცია/გარიგება საეჭვოა მისი თანხის მიუხედავად.

გარდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის რისკისა, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, რომ ოპერაცია/გარიგება არ იყოს დაკავშირებული ან გამოყენებული ტერორიზმის დაფინანსებისთვის. მონიტორინგს ასევე ექვემდებარება საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა ან/და სხვა გარემოება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საეჭვო ზონაში თანხის გადარიცხვას ან/და საეჭვო ზონიდან თანხის ჩარიცხვის ან/და უჩვეულო ოპერაციებს.

AML დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია კანონით გათვალისწინებულ ვადებში ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების/გარიგებების შესახებ მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შესაბამისი ანგარიშგების ფორმით, რომელიც ივსება ფმს-ის ვებ-გვერდზე და ინახება კომპანიაში 6 წლის ვადით.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შესაბამისი ანგარიშგების გაგზავნა შემდეგ ვადებში:

თუ ოპერაციის/გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციათა/გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა/გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

თუ ოპერაცია/გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის გაჩენის დღესვე;

თუ ოპერაციის/გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს პროვაიდერის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.

12. დანაწევრებული ოპერაციები

იმ შემთხვევაში, თუ ერთი მომხმარებლის საფულეზე 24 საათის განმავლობაში ჩაირიცხა ერთჯერადად ან/და თუ ერთობლივად ჩარიცხულმა ჯამურმა თანხა შეადგინა ან გადააჭარბა 30,000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ასეთი ოპერაციები აღიქმევა, როგორც დანაწევრებული ოპერაციები. დანაწევრებული ოპერაციების შესწავლისას, AML დეპარტამენტი აფასებს ჩამრიცხველთა შესახებ ინფორმაციას და ჩარიცხვების მიზნობრიობას, ასევე ოპერაციებთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებ.

იმ შემთხვევაში, თუ დანაწევრების ფაქტი დაფიქსირდა კომპანიის რომელიმე სხვა ქვედანაყოფის მიერ, კომპანიის შესაბამისი თანამშრომლები ვალდებულნი არიან, აცნობონ ამის შესახებ AML  დეპარტამენტის უფროსს, რომელიც თავის მხრივ ამყარებს შესაბამის კომუნიკავს ფმს-თან (ანგარიშგების გაგზავნის გზით).

 

13. უჩვეულო ოპერაციები

 უჩვეულო ოპერაცია/გარიგება არის რთული, უჩვეულოდ დიდი ოპერაცია/გარიგება ან/და მისი შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება ოპერაციის/გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას.

14. საეჭვო ოპერაციები

საეჭვოდ ითვლება ოპერაცია/გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ:

ა) ოპერაცია/გარიგება სრულდება (შესრულდა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით;

ბ) ოპერაცია სრულდება (შესრულდა) ან გარიგება იდება(დაიდო) ტერორიზმის დაფინანსების მიზნით;

გ) კლიენტის/პარტნიორის მიერ წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არის ყალბი ან ეჭვს იწვევს მის მიერ მოწოდებული მონაცემების უტყუარობა;

დ) ოპერაციის/გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ;

ე) ოპერაციის/გარიგების მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან.

AML დეპარტამენტის უფროსი ახორციელებს საეჭვო ოპერაციების დეტალურ ანალიზს და ანიჭებს ოპერაციას/გარიგებას  საეჭვო სტატუსს და ეჭვის წარმოშობის დღესვე აგზავნის ანგარიშგებას ფმს-ში. ამასთან, აღნიშნული ფაქტს აღრიცხავს მის რეესტრში და იღებს ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის მაღალი რისკის მინიჭების და საქმიანის ურთიერთობის გაგრძელების/შესწყვეტის შესახებ.

15. ტერორიზმის დაფინანსება

               იმისათვის, რომ კომპანიამ გაუკეთოს ტერორიზმის დაფინანსწების რისკს მინიმიზაცია, იგი იყენებს იმავე მონიტორინგის პროცესებს, რომელიც აღწერილია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბროლის მეთოთებში. ამასთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის თვალსაზრისით AML სპეციალისტი ფმს-ის მიერ გამოქვეყნებულ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიებთან ადარებს კლიენტების სიას.

               იმ შემთხვევაში, თუ გადამოწმების შედეგად მოხდა მონაცემების დამთხვევა, კომპანია არ აძლევს საშუალებას კლიენტს ისარგებლოს საფულით და AML სპეციალისტი ინფორმაციას დამთხვევის შესახებ უგზავნის ფმს-ს.

16. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა

საეჭვო  გარიგების  შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მითითების მიღების შემთხვევაში კომპანია ფინანსური მონიტორინგის სამსახურთავ ურთიერთშეთანხმებით ადგენს ოქმს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანების 111 მუხლით განსაზღვრული ფორმით, უდასტურებს ფმს-ს მითითების მიღებას და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს მითითების შესასრულებლად.

გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მითითების გაუქმების შემთხვევაში, კომპანია დაუყოვნებლივ უდასტურებს ფმს-ს შეტყობინების მიღებას.

კომპანია შესაბამის წერილობით მითითებებს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემულს) ინახავს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში,  თუ შესაბამისი  საზედამხედველო  ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება შესაბამისი ოქმები.

კომპანიის AML დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ  შეტყობინება.

17. სხვა მოთხოვნები

  1. კომპანიის თანამშრომლები, ვალდებულნი არიან შეინახონ, მომხმარებლების მიერ მოწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
  2. 2.                   ფინანსურს მონიტორინგთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესი არის სრულებით კონფიდენციალური და კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს/მიაწოდოს მესამე პირს გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. AML დეპარტამენტი აღნიშნულ პროცესს წარმართავს დამოუკიდებლად, თუმცა უფლება აქვს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ დეპარტამენტის უფროსს და დირექტორს. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202¹ მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
  3. კომპანია ატარებს კონფიდენციალობის პოლიტიკას, რომელიც შემუშავებულია და განხორციელდა შიდა რეგულაციების შესაბამისად, ასევე შეესაბამება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებს.
  4. 4.                   AML სპეცილისტი ვალდებულია მოახდინოს თანამშრომელთა ინფორმირება მიმდინარე კანონმდებლობასთან და კომპანიაზე გავრცელებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამასთან, იგი ვალდებულია მოახდინოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი და კონსულტაციების გაწევა კომპანის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსვლასთან და AML/CFT საკითხებთან დაკავშირებით.
  5. კომპანიის თანამშრომლები, პასუხიმგებლები არიან კომპანიის შიდა პოლიტიკის და კანონის დებულების შესრულებაზე, შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩანაწერი