მომსახურების ხელშეკრულება

წინამდებარე ხელშეკრულების პირობები („ხელშეკრულება“) განსაზღვრავს შპს „სოლიგრაუნდის“ და მისი კლიენტების უფლება-მოვალეობებს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვა სავალდებულოა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს!

ამ ვებ-გვერდის სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ, დაიცვათ ყველა ქვემოთ მოცემული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობა და სხვა მომსახურების პირობები. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი სერვისით სარგებლობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი პირობების გარდა, კონკრეტული მომსახურების მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები, რომელთა  შესახებაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტული მომსახურების მიღების პროცესში. ზოგად პირობებსა და სპეციალურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ ხელშეკრულების პირობებს.

ტერმინთა განმარტება

კომპანია – შპს „სოლიგრაუნდი“, შემდგომში soligraund.com;

კლიენტი – პირი (ფიზიკური პირი; იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირებულია კომპანიის საიტზე და გახსნილი აქვს შპს  „სოლიგრაუნდის“ ელექტრონული საფულე) ;

მომსახურება – ელექტრონული საგადახდო მომსახურება;

ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი;

მიმღები – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება გადახდის განხორციელება.

ვებ-გვერდით სარგებლობისას კლიენტი:

  • ადასტურებს, რომ არის  სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი, რომელსაც აქვს  ნებართვა შესაბამისი პირებისაგან (კანონიერი წარმომადგენელი) დადოს  წინამდებარე ხელშეკრულება და მიიღოთს ვებ-გვერდის საშუალებით ონლაინ საგადახდო მომსახურება და განკარგოს შესაბამისი თანხები;
  • ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლისას წარმოადგენთ ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
  • ვებ-გვერდის ავტორიზაციისას ინფორმაციის მოწოდება ხდება კლიენტის სურვილით და ამისათვის კლიენტს გააჩნია კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება/ნებართვა.
  •  ადასტურებს, რომ კომპანიას აქვს უფლება, შეინახოს  კლიენტის  მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტრანზაქციების ისტორიის შექმნის და ვებ-გვერდის ფუნქციონირების სხვა მიზნებისთვის.
  •  დაიცავს საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს. არ განახორციელებს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
  •  ავტორიზაციისას დაიცავს თავისი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას. არ გაუმჟღავნებს ნებისმიერ მესამე პირს  ავტორიზაციისას შექმნილი პროფილის უსაფრთხოების მონაცემებს, რათა დაცული იყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაცია;
  • არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებ-გვერდის გამართულ ფუნქციონირებას.
  •  არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით ონლაინ საგადახდო მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;
  •  ადასტურებს , რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა პირების პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათი ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგისაკენ.
  •   ადასტურებს, რომ არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით, მათ შორის, ისეთ ქმედებებს, როგორიცაა, ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება ან ხელშეწყობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისაკენ მიმართული ქმედებები.

კომპანია

  • “სოლიგრაუნდი” არის კომპანია, რომლის მიზანია, შესაძლებელი გახადოს ელექტრონული გადახდები (“მომსახურება”) ვებგვერდის, კერძოდ www.soliground.com მეშვეობით.
  • კომპანია ახორციელებს მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას კლიენტის ელექტრონული საფულიდან და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. კლიენტის ელექტრონული საფულის/საფულეების შევსებას, საფულეებიდან სახსრების გამოტანას.

ვებგვერდის გამოყენება

  • გადახდის შესრულებისას, კლიენტი ადასტურებს თანხმობას, რომ იხდის კონკრეტული მიმღების მომსახურების, ან პროდუქციის საფასურს. კლიენტს  შეუძლია  განახორციელოს ნებისმიერი გადახდა კლიენტის ელექტრონული საფულის მეშვეობით.
  • კლიენტი ადასტურებს, რომ ფლობს ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას იმისათვის, რომ გამოიყენოს და ნება დართოს კომპანიას, გამოიყენოს ნებისმიერი კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამ ხელშეკრულებისა და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად;

მომსახურების მიღება

  • კომპანიის მომსახურების მიღება ვებ-გვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. კომპანია იტოვებს  უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დაუშვას, ან სხვა სახით შეზღუდოს  კონკრეტული კლიენტის  მიერ კომპანიის მომსახურების მიღება.
  • ასევე, კომპანია იტოვებს უფლებას, უარი უთხრას კლიენტს კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ გადახდასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის დადგენილი სტანდარტებიდან გამომდინარე.
  • მომსახურების  მიღებისას, კლიენტი ადასტურებს თანხმობას, რომ იხდის კონკრეტული მიმღების მომსახურების ან პროდუქციის საფასურს. კონკრეტული გადახდის დაფიქსირებისთანავე  კლიენტი ელექტრონული საფულის მეშვეობით გადაიხდის შესაბამისი ოდენობის თანხას. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, თუ დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, კომპანია მიმართავს მიმღებს, რომლის საშუალებითაც განხორციელდა გადახდა და გააგზავნის მოთხოვნას ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.

ვალდებულებები

  • კლიენტი  ვალდებულია,  საგადახდო  ინსტრუმენტის (ანგარიშის, კოდის, პაროლის და სხვა გადახდის განხორციელებისათვის აუცილებელი მონაცემების) დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში შეატყობინოს კომპანიას ამის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი  სრულად არის  პასუხისმგებელი განზრახ და დაუდევრობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
  • კლიენტი ვალდებულია,  დაიცვას  საგადახდო  ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომები,  უზრუნველყოს  პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა.
  • კომპანია ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა კლიენტის საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, არ გახადოს ანგარიშის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა მათი მფლობელისა  და  გააცნოს კლიენტს  ანგარიშის უსაფრთხოების მოთხოვნები
  • საგადახდო ინსტრუმენტის (ანგარიშის, კოდის, პაროლის და სხვა გადახდის განხორციელებისათვის აუცილებელი მონაცემების) დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შეტყობინების მიღების შემთხვევაში, კომპანია კლიენტს უდასტურებს  შეტყობინების მიღებას, თუ აღნიშნული ფაქტის აღმოჩენიდან  გასული არ არის 3 თვეზე მეტი. მომხმარებლის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველვყოფთ საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთას.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • კომპანიას  ეკისრება  პასუხიმგებლობა  და  ვალდებულება ამ ვებ-გვერდის მუშაობასთან  დაკავშირებით, მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  თუ ეს  გამოწვეულია კომპანიის   განზრახი  ქმედებით.
  • კლიენტი  სრულად  არის  პასუხისმგებელი მის მიერ კომპანიისთვის გადახდის მიზნით  სისტემაში  შეყვანილი  მონაცემების  სისწორესა  და  სისრულეზე.

ლიმიტები

  • თუ კლიენტი არის არაიდენტიფიცირებული მომხმარებელი, მას შეუძლია ადგილობრივი ან/და საერთაშორისო  ფულადი გადარიცხვის ოპერაციის განხორციელება ერთჯერადად , თუ თანხა არ აღემატება 1500 (ათას ხუთასი) ლარს ან მის ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში.

შეტყობინება არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ

  • კლიენტს  უფლება აქვს მოითხოვოს  არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ანაზღაურება, თუ დადგინდება კომპანიის ბრალეულობა. კომპანია,  საკუთარი ბრალეულობის  დადგენიდან  3 დღის ვადაში, კლიენტს უკან დაუბრუნებს შესაბამის თანხას.

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას

  • კომპანია არ გასცემს  გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებ-გვერდით ონლაინ გადახდების მომსახურება იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.
  • ვებ-გვერდზე შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს: კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების, კავშირგაბმულობის და სხვა აღჭურვილობის გაუმართაობით.
  • ასევე, სისტემის გადატვირთულობით, ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, რომელიც  არ  არის კომპანიის  მიერ კონტროლირებადი და  კომპანიის  ბრალით გამოწვეული.
  • ასეთ შემთხვევებში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ კლიენტმა  შეიძლება, ვერ შეძლოს, მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. აქედან გამომდინარე, კლიენტმა თავი  უნდა შეიკავოს ვებ-გვერდის გამოყენებისაგან/ონლაინ საგადახდო მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, კლიენტი მაინც აგრძელებს ვებ-გვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი არის კლიენტი.

ინფორმაციის გამჟღავნება

კომპანიას  უფლება აქვს კლიენტის მიერ ვებ-გვერდზე მოწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოს და გადასცეს:

1. კომპანიასთან აფილირებულ ნებისმიერ  პირს  და  მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

2. ნებისმიერ  სხვა  პირს  ან  ორგანიზაციას  კლიენტის  თანხმობით;

3.შესაბამის პირს ან ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას, როგორიცაა მაგალითად სასამართლო, არბიტრაჟი და სხვა.

კლიენტის  მიერ ამ ვებ-გვერდით სარგებლობა  ან  ნებისიმიერი ინფორმაციის მიწოდება  მიიჩნევა კლიენტის  მიერ  ინფორმაციის  ამგვარ  გადაცემაზე თანხმობად.

კომპანიას უფლება აქვს, დაამუშაოს კლიენტის პერსონალური მონაცემები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის  შესაბამისად,  კლიენტებისთვის   მომსახურების  გაწევის  მიზნით.

კომპანიის  მიერ კლიენტის  ავტორიზაციისას, კომპანია  აგროვებს ორი სახის ინფორმაციას კომპანიის  მომხმარებლების შესახებ: პირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია და არაპირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

პირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია

  • პირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არის ის, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია, მაგალითისთვის: პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ვადის გასვლის თარიღი, ავთენტურობის კოდი, ტრანზაქციების ისტორია ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

არაპირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია

  • არაპირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არის ის, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც კლიენტი იყენებს და კლიენტის  ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს. კომპანია ან/და კომპანიის მიერ უფლებამოსილ, მესამე მხარე, მომსახურების პროვაიდერებს შეუძლიათ, ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია.

ინფორმაციის განახლება და შეცვლა

  • კლიენტს შეუძლია შეცვალოს თავისი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია  ვებ-გვერდზე  თავისი  კაბინეტის   შესაბამის  განყოფილებაში  შესვლით.

დასკვნითი დებულებები

  • ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.soliground.com გამოქვეყნების გზით, რომელიც ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან  1(ერთი) კალენდარული  თვის  შემდეგ.
  • ხელშეკრულების პირობებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ჩაითვლება კლიენტთან შეთანხმებულად, თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე კლიენტი არ განაცხადებს უარს დაგეგმილი ცვლილების თაობაზე. ცვლილებების ამოქმედებამდე, უფლება აქვს, შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ ყოველგვარი საკომისიოს, ხარჯის და პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე.
  • კომპანია, ცვლილებებზე კლიენტის  უარის შემთხვევაში, უფლებამოსილია,  შევწყვიტოს ეს ხელშეკრულება ცვლილებების ამოქმედების თარიღის შემდეგ.
  • კლიენტს  უფლება აქვს, შეწყვიტოს  ეს ხელშეკრულება  ნებისმიერ დროს 30 (ოცდაათი) კალენდარული  დღით  ადრე  კომპანიისთვის  შეტყობინების გზით.
  • კომპანიას უფლება აქვს, შეწყვიტოს  ეს  ხელშეკრულება  ნებისმიერ  დროს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის  შეტყობინების გზით.
  • ეს  ხელშეკრულება  მოქმედებს  რომელიმე  მხარის  მიერ  მისი  შეწყვეტის  მომენტამდე.
  • წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით და ვებ-გვერდის საშუალებით კომპანიის  მომსახურების მიღებისას, ითვლება, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ.თბილისში და დავის არსებობის შემთხვევაში მას განიხილავს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • კლიენტს არ შეუძლია, წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით კლიენტისთვის მონიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე მხარეს კომპანიის  წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
  • კლიენტის  მიერ  ასეთი  ქმედების  ნებისმიერი  მცდელობა  იქნება  ბათილი.

შპს „სოლიგრაუნდი“

საიდენტიფიკაციო კოდი: 405297940

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მ. კოსტავას ქ., №76, ბ. №9ა.

ელექტრონული ფოსტა: soliground@gmail.com

ჩანაწერი