საიტის მომხმარებელთა პირადი მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების წესები

საიტის მომხმარებელთა პირადი მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების წესები

სოლიგრაუნდი ვალდებულია დაიცვას კლიენტების პირადი მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პოლიტიკა ასახავს კლიენტების უფლებებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს მიერ მათი პირადი მონაცემების დაცვასთან , გამოყენებასთან და შეგროვებასთან. კონფიდენციალურობის პოლიტიკის და პირობების მიღებით თქვენ თანხმობას გვაძლევთ შევკრიბოთ, გამოვიყენოთ და გავავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული წესით.

ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომელსაც აგროვებს კომპანია

სოლიგრაუნდი აგროვებს ინფორმაციას საკუთარი კლიენტების შესახებ, რომელიც იგზავნება სხვადასხვა მოწყობილობიდან კომპანიის მომსახურებით სარგებლობისას. ეს გულისხმობს ისეთი მონაცემების შეგროვებას, როგორიცაა სახელი და გვარი, მისამართი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი, ასევე ფინანსურ ინფორმაციას, როგორიცაა ბანკის ანგარიშის ნომერი, საკრედიტო ბარათის ნომერი.

თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის, თქვენი მიმდინარე სტატუსის და თქვენს მიერ განსახორციელებელი ტრანზაქციის ტიპის მიხედვით, ჩვენ მოვიპოვებთ დამატებით ინფორმაციას ბანკებიდან, საკრედიტო/სადებეტო ბარათების დამუშავების სამსახურებიდან, პირადობის შემმოწმებელი სამსახურებიდან და საკრედიტო სააგენტოებიდან.

უფლებას ვიტოვებთ, მოვითხოვოთ თქვენი პირადობის და მისამართის დამამტკიცებელი საბუთი. ჩვენ ვიმახსოვრებთ თქვენს ბრაუზერს და ip მისამართს. თუ თქვენ გამოგვიგზავნით ელექტრონულ შეტყობნებას ჩვენ შევინახავთ მას. ასევე ვინახავთ ჩვენ საიტზე გაკეთებულ ნებისმიერ ტრანზაქციას. ასევე ინფორმაციას შეგროვებულს ქუქი ფაილების მიერ.

პირადი ინფორმაციის გამოყენება

კლიენტების პირადი ინფორმაციის გამოყენება ხდება მათი სოლიგრაუნდის საფულის შექმნისა და კომპანიის მიერ მომსახურებების გაწევის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია ასევე აწვდის გარკვეულ ინფორმაციას ბანკებს ან საკრედიტო/სადებეტო ბარათების დამუშავების სამსახურებს, პირადობის შემმოწმებელ სამსახურებს და საკრედიტო სააგენტოებს, რაც წარმოადგენს კომპანიის საქმიანობის შემადგენელ ნაწილს.

აღნიშნული მონაცემების გაზიარების მიზანია მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და კონტროლი, ასევე თაღლითური და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, შეზღუდვა და ფინანსური რისკის მართვა. იდენტიფიკაციის ან თაღლითური ქმედებების პრევენციაზე კონტროლის განხორციელების დროს, სერვისის მიმწოდებელს უფლება აქვს შეინახოს ჩვენი გამოკითხვების შესახებ ჩანაწერები თქვენს ინფორმაციასთან ერთად. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ პირდაპირ ეთანხმებით აღნიშნული მიზნებისთვის თქვენი პირადი მონაცემების გაცვლას. ამასთან, სოლიგრაუნდის ელექტრონული საფულის სხვა მფლობელისთვის თანხის გადარიცხვის შემთხვევაში, კომპანია აწვდის მიმღებს გარკვეულ ინფორმაციას იმ პირის შესახებ, რომლის საფულიდანაც ხდება გადარიცხვა. კომპანია ასევე იტოვებს უფლებას, თქვენს მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხების მიმღებებს გაუგზავნოს სხვა ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, მისამართი და საცხოვრებელი ქვეყანა, იმ შემთხვევაში, თუ მიმღები მოითხოვს ამგვარ ინფორმაციას გადახდის პროცესის გამარტივების, გადახდების კომერციულ ტრანზაქციებთან შესაბამისობაში მოყვანის ან თაღლითურ ქმედებებზე და ფულის გათეთრებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.

თქვენ პირდაპირ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამგვარად გამჟღავნებას. თუ პირადი მონაცემების მოპოვება ხდება მესამე პირის, მაგალითად მოვაჭრის, სარეკლამო ვებგვერდის ან სოლიგრაუნდის პარტნიორი ვებგვერდის მიერ ან მისი საშუალებით, თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება, შესაძლოა, ასევე დარეგულირდეს მესამე პირის კონფიდენციალობის შესახებ პოლიტიკით.

თქვენ მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის რომ: გახსნათ ელექტრონული საფულე სოლიგრაუნდის სისტემაში, შეავსოთ ბალანსი, გადარიცხოთ ან მიიღოთ თანხა სხვა მომხმარებლისგან. შეამოწმოთ და მართოთ თქვენი სოლიგრაუნდის ელექტრონული საფულე. ასევე, ტრანზაქციის პროცესის უსაფრთხოების, დავების გადაჭრისა და სათანადო მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა ქმედებების უზრუნველყოფისათვის. მათ შორის, ტრანზაქციის სისწორისა და ელექტრონული საფულის ავთენტურობის დასადგენად, სოლიგრაუნდის პროდუქციისა და მომსახურების, საიტზე ფუნქციონალური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის და სხვა. თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად.

თქვენი სოლიგრაუნდის ელექტრონული საფულის გახსნის მიზნით, მაღალი ღირებულების ტრანზაქციებისთვის ჩვენ შესაძლოა პირადი ინფორმაცია გადავცეთ შესაბამის ორგანოებს. შემოწმების მიზნით, ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენი IP მისამართის აკრეფისა და სისტემაში შესვლის დროები იწერება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილების და ჩვენი სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ შესაძლოა ასევე მოვიპოვოთ გამოყენებისა და წვდომის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ელექტრონული საფულის მრავალჯერადად გახსნის ან სხვა თაღლითური ქმედების თავიდან აცილების ან ჩვენს სისტემებში უკანონო შეჭრისგან ან ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მიზნით. მხოლოდ ამ მიზნით, ჩვენ შესაძლოა ამგვარი ინფორმაცია გავუზიაროთ თაღლითური ქმედებების მართვის სპეციალიზირებულ და სანდო სამსახურებს, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ ამ ინფორმაციის გაანალიზებაში.

ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები.

თუ თქვენი პირადი მონაცემები (სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) შეიცვლება, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოთ მონაცემები პირად კაბინეტში. სოლიგრაუნდი პასუხს არ აგებს ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება თქვენს მიერ პირადი მონაცემების განუახლებლობის შედეგად.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ შევინახოთ გარკვეული ინფომაცია თქვენი ტრანზაქციების შესახებ სულ ცოტა ექვსი წლის განმავლობაში.

სოლიგრაუნდი არ აგებს პასუხს კომპანიის საიტზე განთავსებული ვებგვერდების კონფიდენციალობის პოლიტიკაზე. გთხოვთ გაეცნოთ აღნიშნული საიტების მომწოდებელთა პოლიტიკას პირადი მონაცემების დაცვის კუთხით შესაბამის საიტებზე.

სოლიგრაუნდი ახორციელებს ტექნიკურ და საორგანიზაციო ღონისძიებებს კლიენტების პირად მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის თავიდან ასარიდებლად. ყველა ცვლილება, რომელიც შევა წინამდებარე წესებში უნდა იქნას გამოქვეყნებული კომპანიის ვებგვერდზე.

ჩანაწერი